კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, საქართველო ისტორიული ბაღების ევროპული კავშირის წევრი გახდა. მისივე ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში ისტორიული ბაღების ევროპული კავშირის ფორუმი ჩატარდება საქართველოში. მნიშვნელივანია ის რომ 2020 ფორუმის ჩატარებაზე კონკურენტი გვყავდა გერმანია და იტალია.
“ოფიციალურად შევუერთდით ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს.
კავშირში წევრები არიან; ესპანეთი, იტალია და პორტუგალია. დღეს ჩვენთან ერთად გერმანიაც გაწევრიანდა.
კავშირი წევრ ქვეყნებს ეხმარება ისტორიული ბაღების მართვის გაუმჯობესებასა და ისტორიული ბაღების
ევროპის კულტურულ მარშუტებში ოფიციალურად გაწევრიანებაში.
ევროპული კულტურულ მარშუტში საქართველოს ისტორიული ბაღების სერთიფიცირება გაზრდის ევროპელი ვიზიტორების რიცხვს ჩვენს ისტორიული ბაღებში.
შეგახსენებთ თუ რა ისტორიულ ბაღებს ვფლობთ ჩვენ;
თბილისის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ალ. ჭავჭავაძის ისტორიული ბაღი
ნიკო მიკოლაძის სახ. მუზეუმის ისტორიული ბაღიგორაბეროჟოულის ბოტანიკური ბაღი
თეთრი- წყაროს ისტორიული ბაღი
ლაილაშის ბულვარი და სხვა.
ეს ვებ გვერდი შეგიქმნით წარმოდგენას რომელი ბაღების გვერით იქნება წარმოდგენილი ჩვენი ისტორიული ბაღები”- წერს ნიკოლოზ ანთიძე