LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის განახლებულ “ბოტანიკურ ბაღში” ისევ წყლის გუბეებია (ფოტო)

350
BeFunky-collage (61)

ზუგდიდის “ბოტანიკური ბაღი”, რომლის რესტავრაცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა და რისთვისაც 12 მილიონი ლარი დაიხარჯა, ისევ სარესტავრაციო სამუშაოებს საჭიროებს. ბაღის ეზოში წყლის გუბეებია და განახლებული ტერიტორიას კვლავ დაზიანების საშიშროების ემუქრება. ფოტომასალას და ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ზუგდიდის თვითმმართველი ორგანოები საქმის კურსში არიან და საზოგადოებას საკითხის მოგვარებას პირდებიან.

“ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩენილ წყლის გუბეებთან დაკაშირებით ზუგდიდის მერია შესაბამისი სფეროს სპეციალისტებთან ერთად საკითხს დეტალურად შეისწავლის და აღნიშნულ პრობლემას უახლოეს მომავალში მოაგვარებს”, – უთხრეს “ოდიშინიუსს” მერიაში.

აქვე აცხადებენ, რომ სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. რაც შეეხება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის უახლეს ისტორიას, შეგახსენებთ, რომ  ბაღი 2019 წლის დეკემბერში გაიხსნა. მისი რეკონსტრუქცია 2018 წლის თებერვალში დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები