LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინვენტარი ისევ დააზიანეს: იპარავენ მცენარეებსაც

137
99105034-585640955413955-3741665303709351936-o

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 10 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, ხან ამინდისგან და ხანაც უპასუხისმგებლო მოქალაქეებისგან ზიანდება. ბაღის ადმინისტრაციამ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ადგილზე ვანდალიზმის ფაქტები გრძელდება. აქვე განმარტებულია, რომ არასამუშაო საათებში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია მცენარეთა მოპარვის და დაზიანების ფაქტებიც. ადმინისტრაცია მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან, ვინაიდან ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს გულისხმობს.

“ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი თითოეული ჩვენი მოქალაქის საკუთრებაა და მისი დაზიანება გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას. ბოტანიკურ ბაღის ტერიტორიაზე არაერთხელ დაფიქსირდა სკამის დაშლის ფაქტი. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს მიზანმიმართული ქმედებისაკენ, რადგან მსგავსი ქმედება შეუძლებელია ხელსაწყოების არქონის გარეშე. ასევე შეუძლებელია ხელსაწყოების ქონის გარეშე მოიხსნას საპირფარეშოს კარის საკეტი.
განსაკუთრებით დილის და საღამო პერიოდებში, არასამუშაო საათებში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია მცენარეთა მოპარვის ან/და დაზიანების ფაქტები. მოვუწოდებთ საზოგადოებას თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისკენ, რადგან თითოული ეს ფაქტი იწვევს სისხლის სამართლის დევნას სხვისი ქონების განზრახ ან/და გაუფრთხილებლად დაზიანებას”, – ნათქვამია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გახსნიდან მეორე დღესვე დააზიანეს – „თუ ასე გაგრძელდა, ისევ ის ძველი ბაღი შეგვრჩება“

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გახსნიდან მეორე დღესვე – 6 იანვარს, დააზიანეს. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მოქალაქე ნიკა ლაშხიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მაშინ ბაღში დამონტაჟებული მოსასვენებელი სკამები დააზიანეს და ნავის ნიჩბები დაამტვრიეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები