LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან ხმაურია

169
bf1b1270ccf0293c7d668b8ffeafe759

ზუგდიდი საოლქო-საარჩევნო კომისიასთან დღეს ხმაურია. ადგილზე შეკრებილები არიან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები. ისინი საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

ამ მოთხოვნის მიზეზად კი, ისინი ასახელებენ იმ გარემოებას, რომ 50-მდე უბანზე უკვე გატანილია სამაგიდო სიები და ბეჭდები, რაც მათი თქმით, დარღვევაა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების” განცხადებით, ეს უკანონო ქმედებები ხორციელდება იმისთვის, რომ 19 მაისს დაგეგმილი არჩევნები გაყალბდეს.

თავის მხრივ, მირანდა მესხი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ხუთი დღით ადრე საარჩევნო უბნებზე არასდროს გაუცია სიები.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g