LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის გადატანილი ინფექცია – ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

182
კორონავირუსი-11

“ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ ლაბორატორიული შედეგი, რომ ეს არის გადატანილი ინფექცია”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს.

მათი თქმით, ზუგდიდში გუშინ გამოვლენილ კოვიდინფიცირებულს აქვს დაავადების მილევის ფაზა, ამ პერიოდში კი გადადების რისკი მინიმალურია.

70 წლის მამაკაცი საქართველოში ლარსის გავლით 12 ივნისს შემოვიდა. ის კარანტინში მოათავსეს, თუმცა ძმის სამძიმრისთვის 14-ში, კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის შემდეგ გაათავისუფლეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ირწმუნებიან, რომ პაციენტი სამძიმარს დისტანციურად იღებდა და ახლო კონტაქტი არავისთან ჰქონია.

პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული. სულ საავადმყოფოში 5 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

 

წყარო: livepress

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g