LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში აეროპორტი აშენდება

482

ზუგდიდში აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.  ამის შესახებ ინფორმაციას  შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ავრცელებს.

უწყება დაინტერესებულია ქალაქ ზუგდიდში (ს. ინგირი), მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე განხორციელდეს აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირება.

“აღნიშნული მიზნით, ყველა პირობის შეთანხმების შემთხვევაში, გამოვთქვამთ სურვილს იჯარისა და აღნაგობის უფლებით გადავცეთ დაინტერესებულ კომპანიას შესაბამისი უძრავი ქონება და გავუფორმოთ აეროპორტის ოპერირების ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “საქართველოს აერპორტების გაერთიანება” იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, გამოხატონ ინტერესი ქალაქ ზუგდიდში, გადასაცემ უძრავ ქონებაზე ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და შემდგომ ოპერირებაზე, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად”, – ნათქვამია “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ” მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2016 წლის 21 ივნისის 18:00 საათისა. წინადადებები წარმოდგენილ უნდა იყოს  შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება); აღნიშნული მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია წინადადებების წარმოდგენა განხორციელდეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები