ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში დაჭრილი 28 წლის ალიკა ლაგვილავას მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მართვით სუნთქვაზე რჩება. მას ოპერაცია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გვიან ღამით ჩაუტარდა. ორი ტყვია 28 წლის ახალგაზრდას გულის და მუცლის არეში აქვს მოხვედრილი.
ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ლაგვილავას თანასოფლელმა, ბეჟან გვაზავამ ესროლა. კონფლიქტს წინ შელაპარაკება უძღოდა, რაც სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება.
არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი “ქართული ოცნების” შტაბის აქტივისტები არიან.
შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულს ეძებენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
