ზუგდიდში, დევნილების ყოფილ საცხოვრებელს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, უფუნქციო იყო.
