“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ ზუგდიდში საარჩევნო უბნებზე კარუსელების დატრიალება იგეგმება.
პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაზინო “ვეგასის” თანამშრომლები, მმართველი პარტიის შტაბის დავალებით, იმ პრობლემურ უბნებზე, სადაც წაგებას ელოდებიან, ერთ კონკრეტულ მისამართზე აპირებენ შეკრებას.
წითლიძემ ასევე აღნიშნა, უბნებზე მათ წარმომადგენლებს უკრძალავენ ამომრჩეველთა სკანირებას და ასევე უკრძალავენ მათ წარმომადგენლებს ვიდეოგადაღებას.
ზუგდიდში საკუთარი აზრი უკვე დააფიქსირა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მეორე ტურს არ ელოდება და დარწმუნებულია, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
