LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში, გარემოვაჭრეების აქციის გამო, მოძრაობა პარალიზებულია

89

ზუგდიდში, გარემოვაჭრეებმა გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს. ამ დროისთვის გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია. აქციის მონაწილეები პოლიციის შენობისკენ მიემართებიან, სადაც ერთ-ერთი გარემოვაჭრის დაკავებას გააპრტესტებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრე დააკავეს. სამართალდამცავებმა მას სავალი გზიდან სავაჭრო პროდუქციის აღება მოსთხოვეს, რაც გარემოვაჭრემ გააპროტესტა.

 

დაკავებას გარემოვაჭრეების მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა თვითნებურად მუშაობა დღეს განაახლეს. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო გარევაჭრობაა და უკვე სამი დღეა ულუკმაპუროდ არიან დარჩენილები. მათივე მტკიცებით, ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში შესვლას არ აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g