LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა

ნაძვის ხე - ზუგდიდი

ზუგდიდის სკეიტ პარკში ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ. ზუგდიდელებს დამდეგი ახალი წელი მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ მიულოცა.

“ვულოცავ განათებული ზუგდიდიდან მთელს საქართველოს. 2019 წელი ყოფილიყოს ხვავის, ბარაქისა და წარმატების მომტანი, ბედნიერება დაებედოს მთელ ქვეყანას,” – განაცხადა მაიზერ ნანავამ.

საახალწლო ილუმინაციებით მორთულია ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ბულვარისა და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ტერიტორია.

ცნობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დეკორაციების შესაძენად წელს 327 ათასამდე ლარი დაიხარჯა.