ზუგდიდში, თხილის პლანტაციაში მუშა გარდაიცვალა. სოფელ ჭითაწყარში 67 წლის მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა, მისი გადარჩენა ტრამვების სიმძიმის გამო ვერ მოხერხდა.
ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.თხილის პლანტაცია კომპანია “აგროჯორჯიას” ეკუთვნის .
“სამწუხაროდ, გვაქვს უბედური შემთხვევა, მაგრამ არის გაურკვევლობა. არაფერი ვიცით. ადგილზე არ ვიყავი და ახლა მივდივარ, რომ მეც გავერკვე სიტუაციაში“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ინტერპრესნიუსთან საუბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. ეს გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.