LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ბაკურაძის მეუღლის ემოციური მიმართვა: „მე მარტო ჩემი მეგონე და თურმე რამდენისთვის გაგინაწილებია შენი თბილი გული…“

6005
zuranatianews

მომღერალ ზურა ბაკურაძის მეუღლე, ნათია კობახიძე სოციალურ ქსელში თავის მეორე ნახევარს იხსენებს და წერს:

„მე მარტო ჩემი მეგონე და თურმე რამდენისთვის გაგინაწილებია შენი თბილი გული. ,,ჩემი ბევრი” და ,,ჩემი ტკბილი” ხარ-მეთქი, სულ გეუბნებოდი, ზურ, მაგრამ ამდენი თუ იყავი და ასეთი ტკბილი, კიდევ ვერ ვხვდებოდი. უამრავი განსაცდელი გამოვიარეთ. გვებრძოდა ეშმაკი, ჩვენს სიყვარულს ებრძოდა და ამიტომაც გაგიყვანა უფალმა ასე მალე, რომ ამ არაამქვეყნიურ გრძნობას არაფერი დამუქრებოდა. ბევრს ჰყვარებიხარ, მაგრამ ჩემსავით მაინც ვერავინ შეგიყვარებდა. ყველას თავისი წილი ზურა დააკლდა, მაგრამ მარტო მე ჩამომემხო ცხოვრება თავზე. შენ გაფრინდი ცაში ანგელოზად, მე კი დამტოვე  ცივ კლდეზე დაგდებულ უსახურ ლოდად. ბოლო ძალას მოვიკრებ და ვილოცებ შენი ლამაზი სულისთვის, რათა დაიმკვიდრო ცათა სასუფეველი.

შეხვედრამდე, ზურ, იქ უკვე ვერავინ და ვეღარაფერი დაგვაშორებს. მშვიდად განისვენე… მადლობა, რომ დაიბადე ჩემთვის❤ ჩემო ,,ბუთუსა” ❤ Zura Bakuradze“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები