მომღერალი ზურა ხაჩიძე ფეისბუქ გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მომღერალ ზურა დოიჯაშვილს ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოებისგან თანადგომას მიიღებს.
ყველასთვის საყვარელ ზურა დოიჯაშვილს აქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა ფინანსური. ვიცი, რომ ყველას გვიჭირს და ყველა ცუდ დღეში ვართ მაგრამ ამ კაცს იმდენი დამსახურება მაინც აქვს ჩვენი ქვეყნისთვის რომ ბინის გარეშე არ დარჩეს. ბინა დაუყადაღეს. ვინმე არარის ამ ქვეყანაში ისეთი ვინც დაეხმარება ამ კეთილშობილ ადამიანს და საცხოვრებელი ბინის გარეშე არ დარჩება. ან იქნებ ბანკმა გაითვალისწინოს მისი ჯანმრთელობა და მისი მდგომარეობა სამჯერ აქვს გაკეთებული გულის ოპერაცია. მეგობრები ვეხმარებით მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. იქნებ ვინმემ რამე კარგი აზრი მოგვაწოდოს ან დაეხმაროს ზურას.❤ მოკვდა კაცი ნერვიულობით. მაპატიეთ ვერ მოვითმინე ეს ზურას გაჭირვება და არც მიკითხავს ისე დავწერე.