სათხილამურო კლუბ “პროლესკში” ზურა ჯაფარიძე თმის შესაჭრელად მივიდა. შემდეგ კი ისრიალა.
ამ ფორმით “გირჩის” ლიდერმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით ამოქმედებული შეზღუდვები გააპტოტესტა.
ზურა ჯაფარიძის თქმით, კლუბში მომხმარებლებს სალონურ მომსახურებას შესთავაზებენ, რადგან ახალი შეზღუდვებით სილამაზის სალონების საქმიანობა დაშვებულია. თხილამურებზე და ყინულის დაფაზე სრიალი კი სალონურ მომსახურებას პაკეტში „საჩუქრად“ მოჰყვება.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი შეზღუდვები ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მოქმედებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქმიანობა აეკრძალა თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტს, სილამაზის სალონებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა.