LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: „ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ საერთოდ!“

499
ზურა ხაჩიძე, დავით კაჭარავა

მომღერალი ზურა ხაჩიძე პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატ, „ხალხის ძალის“ წევრ დავით კაჭარავასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება.

„ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ საერთოდ!

Davit Kacharava კაცი ხარ და ვამაყობ შენით!“, – წერს ზურა ხაჩიძე.

ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ საერთოდ! Davit Kacharava კაცი ხარ და ვამაყობ შენით!✊🇬🇪❤️

Posted by Zura Khachidze on სამშაბათი, 23 აპრილი, 2024

ცნობისთვის, სიტყვიერი დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისკენ მსვლელობით მიემართებოდნენ.

ვიდეო: დეპუტატ დავით კაჭარავასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილში დეპუტატი კაჭარავა შენიშნეს, რა დროსაც მას ჰკითხეს, რატომ დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.

საბოლოოდ დეპუტატი და აქციის ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო დებატებში მიიღებენ მონაწილეობას.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები