ჟურნალი „თბილისელები“ მომღერალ, ზურა ხაჩიძესთან ინტერვიუს გვთავაზობს.
ჟურნალისტის კითხვაზე, „როდის მიხვდი, რომ ცხოვრება ძალიან რთულია და 15 წლის ასაკში, როცა საბრალდებო სკამზე აღმოჩნდი, როგორ გადაურჩი ციხეს“ – მომღერალმა უპასუხა:
„დაოჯახების შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრება ძალიან რთულია. მანამდეც ვიცოდი, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ, მოტივირებული, მიზნისკენ სწრაფული, ცხოვრების სირთულეზე არ ფიქრობ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი გარდატეხის მომენტი იყო. 15 წლის ასაკში მივხვდი, რომ სწორად და წესიერად უნდა მეცხოვრა და ქუჩას გავეშვი, თავი გავანებე. 12 წლამდე ბებია-ბაბუასთან ლოგინში, შუაში მეძინა.
გაჭირვების წლები იყო, ქუჩური ცხოვრების გავლენის ქვეშ ვექცეოდით, ავყევი ქუჩას, პატარა ვიყავი და საბრალდებო სკამზე აღმოვჩნდი. პირველი გარდატეხა მაშინ მოხდა, მაშინ მივედი ეკლესიაში, მეუფე სერაფიმემ მომკიდა ხელი, პირველი აღსარებაც ჩამაბარებინა და მას შემდეგ სწორედ ეკლესიაში დავდე ფიცი, რომ სხვის ნივთს, სხვის ქონებას ხელს აღარასოდეს მოვკიდებდი.
მოკლედ ეს იყო პირველი გარდამტეხი მომენტი ჩემთვის, როცა ჩვეულებრივი ქუჩის, კანფეტების მომპარავი ბიჭი მეუფე სერაფიმეს წყალობით გადავრჩი და დავადექი სწორ გზას…“ – ამბობს მომღერალი „თბილისელებთან“ ინტერვიუში.
