LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: მისი დაბადების დღეა! კაცის, რომელიც სიგიჟემდე იყო შეყვარებული საქართველოზე და ქართველზე

1071
1

დღეს ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღეა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პატარკაციშვილს იხსენებს.

ხაჩიძე წერს, რომ ბადრი პატარკაციშვილი ძალიან კარგი მეგობარი იყო და რომ მისი მხრიდან სიყვარული პირველივე შეხვედრიდან დაინახა და იგრძნო:

“დღეს ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღეა! კაცი, რომელიც სიგიჟემდე შეყვარებული იყო საქართველოზე და ქართველზე.

იყო ძალიან მაგარი მეგობარი, ეს სიყვარული პირველივე შეხვედრიდან დავინახე და ვიგრძენი.

თბილისში დაბადებულმა ბადრიმ მოახერხა ის, რომ გახდა მსოფლიო მაშტაბის კაცი და ყველას სიყვარულით, გულწრფელად დაანახა ქართველი კაცის ხასიათი. მის ქველმოქმედებაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, ეს ისედაც ყველამ იცის და ეს სიაც უზომოდ ბევრია.

ეხმარებოდა ყველა გაჭირვებულს, სნეულს და უნარშეზღუდულს. მას არც დედა ეკლესია გამორჩენია და გვერდში ედგა მის უწმინდესობას ჩვენი გაბნეული სიწმინდეების დასაბრუნებლად.

მინდა ქალბატონ ნათელას, მის დედას მადლობა ვუთხრა ასეთი კაცის გაზრდისთვის.
ბადრი იყო, არის და იქნება ყოველთვის ჩემს გულში.

“ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
შენი ვარ შენთვის მოვკვდები შენზედვე მგლოვიარეო” – წერს ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები