LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ნიჟარაძე: „სადაც რუსული სიმღერა ჟღერს, იქ არ შევდივარ!..“

329
ზურა ნიჟარაძე

მსახიობი ზურა ნიჟარაძე ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს, როგორი რეაქცია აქვს, როდესაც ამა თუ იმ ობიექტში რუსული სიმღერები ესმის:

„სადაც რუსული სიმღერა ჟღერს, იქ არ შევდივარ ან თუ იქ ვიმყოფები და მაშინ ჩართეს, წამოვალ. ჩემს ერს, მის ისტორიას და ღირსებას პატივს ვცემ. 300 წლის განმავლობაში რუსმა ხალხმა სისხლი გაგვიშრო. ამბობენ, ხელოვნება და შემოქმედება რა შუაშიაო? მოუსმინონ, წაიკითხონ, რუსი ხალხის შესახებ რას წერენ თავად რუსი ხელოვანები, დიდი მწერლები, თუ აინტერესებთ… რუსული სიმღერების მოსმენა არ მინდა, რა… მით უმეტეს, 2000 საგალობელი, გენიალური ფოლკლორი და მსოფლიოში ცნობილი გემოვნებიანი მუსიკა გვაქვს, რაღაც რუსულ სიმღერას რატომ მოვუსმინო?!.“

“მერაბ დარჩია” რეალურ ცხოვრებაში დაქორწინდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები