LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა შევარდნაძე: „ცოტაც გაუძელით ჩემო გურულებო! არ დარჩა ნაცნობი და უცნობი, ვინც არ გაგვამხნევა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა ასეთ რთულ დროს… იმედიანი სიტყვაც ბევრს ნიშნავს როცა გიჭირს“

212
ზურა შევარდნაძე

„არ დარჩა შინაური, ახლობელი, შორებელი, ნაცნობი და უცნობი, ვინც არ მოგვწერა, გაგვამხნევა, სიყვარული და მხარდაჭერა გამოგვიცხადა გურიისთვის ასეთ რთულ დროს“, – ამის შესახებ ცნობილი მებაღე, „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს.

ზურა შევარდნაძე მოქალაქეებს გულისხმიერებისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ „შემომძახებელი და იმედიანი სიტყვაც ბევრს ნიშნავს როცა გიჭირს“.

„დიდი მადლობა ყველას ამისთვის!!!

გამოიდარებს, თოვლი მალე დადნება, აყვავდება ყველაფერი, ხვალ-ზეგ გაზაფხულია და სიხარული შეცვლის საზრუნავიან დღეებს!!!

ცოტაც გაუძელით ჩემო გურულებო!“ – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.

არ დარჩა შინაური, ახლობელი, შორებელი, ნაცნობი და უცნობი ვინც არ მოგვწერა, გაგვამხნევა, სიყვარული და მხარდაჭერა…

Posted by Zurab Shevardnadze on ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g