ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე ინდოეთიდან დაბრუნდა. „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ინდოეთში გადაღებებზე იმყოფებოდა.
გადაღებებიდან დაბრუნებული ზურა შევარდნაძე ემოციებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
„დავბრუნდი ინდოეთიდან, თესვაც დავიწყე და საგაზაფხულოდ სამზადისიც მაგრამ ფიქრით, აზრით გულით, გონებით მაინც იქ ვარ.
არასდროს, არაფერს და არავის ისეთი შთაბეჭდილება ჩემზე არ მოუხდენია როგორც ამ ქვეყანამ, ხალხმა, მათმა თავმდაბლობამ, სიმშვიდემ და ყველას, ყველაფრის მიმართ დამოკიდებულებამ მოახდინა.
უღატაკესი, არაფრის მქონეც არაა უბედური, დაგლახებული და გასაცოდავებული. სულ, სულ არაფრის მქონეც მშვიდი და ზომიერია, არ იწვევს სიბრალულს, ზოგჯერ პირიქითაც კი საკუთარი თავი გეცოდება რომ ყველაფერი გაქვს და მაინც არ ხარ ისეთი კმაყოფილი როგორც ის არაფრის მქონეა. მითხრა კიდეც ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომ ჩვენ (არაინდუსები) ცხოვრებას მცდელობებში ვხარჯავთ, თვითონ კი ბედს არიან მინდობილნი.
ვშრომობ და კარს მომდგარი გაზაფხულისთვის ვამზადებ ბაღს თან ვფიქრობ ბევრს, ბევრს ვფიქრობ.
მადლიერი ვარ ამდენი შესაძლებლობისთვის.. გამჩენის მადლიერი ვარ რომ შემახვედრა ამდენ სხვადასხვა ადამიანს რომლებმაც დამაფიქრეს, შევცვალო, ბევრი შევცვალო ჩემს თავში.
თურმე რამდენი რამ არ მომწონს და არ ვიცოდი აქამდე. ეგებ გამომივიდეს კიდეც“. – წერს „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.