LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ბატიაშვილი: „ლუკაშენკოს მიმართ მკაფიო მინიშნებაა, რომ თუ მას იარაღზე ხელი წაუცდა, მაშინ ბელარუსი დაიბომბება – მეორე ბუჩას და ირპენს აღარავინ დაუშვებს!“

198
ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე და რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი დასავლეთის ქვეყნების მიერ საკუთარი მოქალაქეებისადმი მოწოდებას, დატოვონ ბელარუსის ტერიტორია, სოციალურ ქსელში ეხმაურება და საკუთარ მოსაზრებაზე საუბრობს:

როგორც ბატიაშვილი წერს, სხვადასხვა ვერსიები იყო გამოთქმული, თუ რატომ მოუწოდებენ დასავლეთის ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ ბელარუსის ტერიტორია.

„მე აქ დავწერ, რომელი ვერსია მიმაჩნია უფრო ლოგიკურად:

ლუკაშენკომ კუხოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე არაორაზროვნად განაცხადა, რომ უკრაინის და დასავლეთის წინააღმდეგ ომში გვერდით ვერავინ გადგება. თან ლუკაშენკო დარწმუნებით ამბობს, რომ რუსეთი გაიმარჯვებს. აქ არ დაგვავიწყდეს „ოცნების“ „შემთხვევითი“ განცხადებებიც, რომ თითქოსდა რუსეთი იმარჯვებს.

ეს ალბათ მხოლოდ განცხადებები არაა და ბელარუსის მხრიდან შესაბამისი სამზადისის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციაც ექნებათ დასავლეთის ქვეყნებში.

დასავლეთში კი მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. მოწოდება საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომ სასწრაფოდ გამოვიდნენ ბელარუსიდან, ლუკაშენკოს მიმართ გაკეთებული მკაფიო მინიშნებაა, რომ თუ მას იარაღზე ხელი წაუცდა ან ისევ საკუთარი ტერიტორია გამოაყენებინა რუსეთს უკრაინაზე თავდასასხმელად, მაშინ დაიბომბება ბელარუსის ტერიტორია ან შეიძლება სულაც სამხედრო მოქმედებები დაიწყოს იქ.

და აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, ეს უკრაინიდან მოხდება თუ სხვა ადგილიდან.
ვნახოთ, უახლოეს ხანში გამოჩნდება, რამდენად გაითვალისწინებს ლუკაშენკო ამ გაფრთხილებას.
მეორე 24 თებერვალს, მეორე ბუჩას და ირპენს აღარავინ დაუშვებს!

უკრაინა გაიმარჯვებს!“ – წერს ზურაბ ბატიაშვილი Facebook-ზე.

ბერბოკი: გერმანიის მთავრობა ამჟამად არ განიხილავს უკრაინისათვის გამანადგურებლების მიწოდების საკითხს

mazda magti 5g