LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჩხაიძე: „რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც“

191
ზურაბ ჩხაიძე და მზია ამაღლობელი

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, დაკავებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი დღესაც და სავარაუდოდ ხვალაც საავადმყოფოში დარჩება.

როგორც ჩხაიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას აღნიშნა, ამაღლობელი კლინიკაში კვლევების გასაგრძელებლად დარჩება:

„ვინახულე ამ წუთში, მხნედ არის, უგრძელდება კვლევები, დაგვჭირდა დამატებითი კვლევების კიდევ ჩატარება და ამ კვლევების შედეგად, ექიმ-სპეციალისტების მიერ კონსულტირება.

საიას ინფორმაციით, მზია ამაღლობელს კლინიკაში დარჩენა არ სურს და მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვს

„საჭირო გახდა ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება – შიმშილობას განაგრძობს“ – „ვივამედის“ დირექტორი მზია ამაღლობელზე

„საჭირო გახდა ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება – შიმშილობას განაგრძობს“ – „ვივამედის“ დირექტორი მზია ამაღლობელზე

რეკომენდაციებს ითვალისწინებს, მას აქვს უკვე დანიშნულება მიცემული, ეს დანიშნულება სრულდება, რაზეც თანხმობას აცხადებს, ეს ჩვენ ძალიან გვახარებს.

[კვლევები] ძირითადად უკავშირდება შიმშილობის ეფექტს, რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე საერთოდ, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

დასმულ კითხვაზე რამდენად საგანგაშოა მისი მდგომარეობა, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა უპასუხა:

„ქალი ჟურნალისტი შიმშილობს თუ არ შიმშილობს, ნამდვილად მაღელვებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ამას შეწყვეტს“ – თეა წულუკიანი მზია ამაღლობელზე

„რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც დარჩება, რომ კიდევ კვლევა გაგრძელდეს, კიდევ იყოს კონტროლის ქვეშ“. – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 26-ე დღეა შიმშილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g