LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: „48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან“

230
ზურაბ ჯაფარიძე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე კიდევ ერთხელ ეხმიანება 13 იანვარს, აბუ-დაბიში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა, რაშიც ბუნებრივია, ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“ – რას აცხადებს საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნულ საკითხზე საუბრის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, „[ხელისუფლების წარმომადგენლები] შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ“.

„მარტო აბუ-დაბიში ხომ არ უქნიათ ეგეთი რამ. ის, რომ 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ამის შემთხვევები საქართველოში იყო უამრავი. ჰქონდათ იმავეს მცდელობა. იმ ბიჭმა იქით სცემა ისინი, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. შეეჩვივნენ, რომ ეგეთი ქცევა არის ნორმალური და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბუშიც იგივე გაკეთებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეგეთ რაღაცებს აბუ-დაბიში არ ჰპატიობენ.

48 საათია, არც ერთი არ ჩანს, არც სოციალურ ქსელში, არც თვითონ ჩანან, არც მათი ოჯახის წევრები. ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ვიდეო: „ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის გავცემთ პასუხს! მადლობა გვერდში დგომისთვის!“ – ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძის მიმართვა აბუ-დაბიდან

ვიდეო: „ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! მინდოდა მეთქვა რომ ისინი ასე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, ახალი არჩევნებია ჩასანიშნი და ხალხია გამოსაშვები ციხიდან“ – ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარზე წერს და კადრებს გვიზიარებს

„ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, იძველბიჭოს და მერე ამაზე პასუხს თუ მიიღებს, ამის შემდეგ პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან – ეს არის ნაცი პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ რომ აქციონ“ – მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g