„თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დარჩენილია ამ ქვეყანაში და ჯერ კიდევ აქვს ეს რწმენა, რომ აქედან რაღაც გამოვა, თქვენ ხართ ის ხალხი, რომელსაც სჯერა თავისუფლების, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთ მხარეს არის რწმენა და თავისუფლება, მეორე მხარეს კი შინაარსისგან დაცლილი კუნთები და პრემიები.
„დღეს დილით აქ ძალიან ბევრი პოლიციელი იყო და, საბოლოო ჯამში, რომ დაფიქრდეთ, რასა და რას შორის არის ბრძოლა, თქვენ გაქვთ რწმენა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც კარგი შეიძლება გამოვიდეს, ბევრმა დაკარგა ეს რწმენა, ბევრი ამიტომ წავიდა ამ ქვეყნიდან, განა იმიტომ, რომ პოლიტიკოსების რწმენა დაკარგა, ხალხისა და ამ ქვეყნის რწმენა დაკარგა, რომ აქედან რამე გამოვა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დარჩენილია ამ ქვეყანაში და ჯერ კიდევ აქვს ეს რწმენა, რომ აქედან რაღაც გამოვა, თქვენ ხართ ის ხალხი, რომელსაც სჯერა თავისუფლების. აქეთ მხარეს არის ეს რწმენა და თავისუფლება, მეორე მხარეს არის მარტო შინაარსისგან დაცლილი კუნთები და პრემიები. შეუძლებელია, კუნთებმა მოუგოს თავისუფლებასა და რწმენას, ამიტომ, არ გაჩერდეთ, თქვენ ხართ ბოლო ბასტიონი თავისუფლების ამ ქვეყანაში!” – მიმართა ზურაბ ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს.