LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: „ათობით ათასი ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ადამიანი, რომლებმაც ყველას დაანახეს რომ მზად არიან ფიზიკურად დაიცვან ამ ქვეყნის, თავისუფალი მომავალი – ეს ქვეყანა არ გარუსდება“

245
ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გუშინდელ საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში აფასებს და დემონსტრაციის მონაწილეებს მადლობას უხდის:

„გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო:

1. ათობით ათასი ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ადამიანი, რომლებმაც ყველას დაანახეს რომ მზად არიან ფიზიკურად დაიცვან ამ ქვეყნის, საკუთარი, შვილების თუ შვილიშვილების თავისუფალი მომავალი

2. შეშინებული რუსეთის და ფულის მონები, რომლებიც საკუთარი პროპაგანდისტული არხებიდან ყვირიან, ნებისმიერი დაგვიჯდეს ამ კანონზე სალაპარაკოდო, და კაბინეტთან რომ აკითხავ, გვირაბებიდან იპარებიან

3. მორიგ ჯერზე დემონსტრირება რომ ევროპა ვართ ჩვენ, აქეთ ფლანგზე მყოფი ხალხი, სრულიად მშვიდობიანი, და თუ პოლიცია არ სჩადის ძალადობას და ჩვენ არ გვიწევს თავის დაცვა (როგორც მოხდა გუშინწინ ან შარშან მარტში), არავინ არაფრის დაზიანებას და გაფუჭებას არ ფიქრობს (ამ სირებისგან განსხვავებით, ჩვენ მართლა გვიყვარს ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც)

4. ქოცების პროპაგანდის სრული კრახი, რომ ჩვენ ვართ რადიკალები, რომლებსაც არეულობა და ძალადობის ორგანიზება გვწყურია (რას სინამდვილეში რუსეთის ბოლო იმედის გეგმაა აქ)

მადლობა ყველას ვინც გამოხვედით, იდექით, იარეთ, იყვირეთ, უსტვინეთ, იგინეთ, ილაპარაკეთ

მადლობა რომ არსებობთ, აქ ხართ, არ გარბიხართ და იბრძვით

მადლობა რომ გამარჯვების გჯერათ

„მინდა ვთხოვო ყველას, მათ შორის ახალგაზრდებს, ჩვენც ნუ დაგვიჯერებთ, თავად ნახეთ კანონი, წაიკითხეთ და გამოიტანთ დასკვნას“ – კალაძე

ცალკე მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ღამე კანცელარიის წინ, ქვებით მოფენილ მოედანზე იდგა და მიუხედავად პოლიციელების მხრიდან არაერთხელ გაგონილი გინებისა, ერთი კენჭი არ უსვრია მათი მიმართულებით

ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, წინ ამ რუსული კანონის არაერთი მოსმენაა

და კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ქუჩაში გასვლა

ეს ნერვების ჭიდილია

ასევე ნახეთ

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კანონპროექტის არსსა და მისი მიღებით გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე საუბრობს

ორგანიზებულობაში გვჯობნიან (ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში), რაც არაა გასაკვირი (ჩვენ არც მაგდენი რესურსი გვაქვს და არც გასამხედროებული სისტემა)

თუ ცოტა ვართ, გვირტყამენ და გვხუთავენ, თუ ბევრნი ვართ, სოროებში იმალებიან კურდღლებივით

მაგრამ ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სრული განცდა რომ სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს

რაც მთავარია რწმენა, რომ დიდი ომი ყველა შემთხვევაში მოგებული გვაქვს – ეს ქვეყანა არ გარუსდება არასდროს

ამათ დიდი დრო აღარ დარჩათ, საკუთარი ხელით ითხრიან პოლიტიკურ სამარეს

პ.ს. აქციასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და წუხილი ვიცი, ღამის განმავლობაშიც ვისმენდი თქვენგან და აქაც ვკითხულობ. რაღაცეები გამოსწორებადია, რაღაცეების რესურსი ფიზიკურად არ არსებობს. მეც ძალიან მეჩქარება“. – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ხვიჩია: „ვფიქრობ, დიდი ხნის განმავლობაში აქციები ამ ფორმით ვერ გაგრძელდება.. პოლიტიკური პარტიების სათავეებთან გამოჩენა ქართველ ხალხს ცუდად აქვს დაცდილი“

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო: 1. ათობით ათასი ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ადამიანი, რომლებმაც ყველას დაანახეს რომ…

Posted by Zurab Girchi Japaridze on Wednesday 17 April 2024
magti 5g