LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მზია ამაღლობელზე სალაპარაკოდ შევხვდით, დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს დღესვე, რაც მის შესაძლებლობებშია“

110
მზია ამაღლობელი

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საკითხთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ.

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის

ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან.

სპეციალურად შევხვდით მზია ამაღლობელზე სალაპარაკოდ. დეტალებით დაინტერესდა. დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს დღესვე, რაც მის შესაძლებლობებშია“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

გერმანიის ელჩი: „მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალდება და წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს“

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან. სპეციალურად შევხვდით მზია ამაღლობელზე სალაპარაკოდ. დეტალებით დაინტერესედა. დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს დღესვე, რაც მის შესაძლებლობებშია.

Posted by Zurab Girchi Japaridze on ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2025

ცნობისათვის, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, პროტესტის ნიშნად უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: „მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა, მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიონ“

ფოტო სლაიდზე: „ბათუმელები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g