LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე იმდენად ამოვარდნილია პოლიტიკიდან, ვერ ხვდება, სხვები რას აკეთებენ: რაქვიაშვილი

111
BeFunky-collage (15)

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში, რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში, არ არსებობს, სხედან პარლამენტში და კარგად არიან“, – “გირჩის” ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ეხმაურება.

“ზურაბ ჯაფარიძე იმდენად ამოვარდნილია პოლიტიკიდან, ვერ ხვდება, სხვები რას აკეთებენ, მისი პარტია რადგან არაფერს აკეთებს, დაასკვნა, რომ სხვებიც არაფერს აკეთებენ” – აცხადებს რაქვიაშვილი.

“გირჩის” ლიდერის განმარტებით, მისი პარტია ძალიან ბევრს მუშაობს და აქვთ როგორც შედეგები, აგრეთვე დიდი გეგმები.

რაქვიაშვილის განმარტებით, „გირჩი“ ძალიან ბევრს მუშაობს და აქვთ შედეგებიც, ასევე დიდი გეგმები.

„ვინც რეალურად არის პოლიტიკაში და პოლიტიკურ პროცესში ჩართული, იმან იცის, რომ ოპოზიცია ჩართულია, თუმცა ნაწილი ჩემი კოლეგებისა პასიურია და არაფერს აკეთებს. მე არ ვიცი, მისი გადმოსახედიდან უმოქმედობა რას ნიშნავს და თვითონ როგორ წარმოუდგენია პოლიტიკური აქტივობა. ამიტომ, მე ვიცი, რომ ჩვენ აქტიურები ვართ და სხვა პარტიები თუ რაღაცაზე წუხან, ეს მათი პრობლემაა.

მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კოლეგებთან, საბოლოო ჯამში, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე იდეის ირგვლივ რაიმე ტიპის გაერთიანება შეიძლება, იყოს. ჩვენ მარტო ამ ტიპის თანამშრომლობას განვიხილავთ. თუ რაღაც იდეა და კონკრეტული მიზანი იქნება, მაგალითად წესრიგის ცვლილება, იქნება ეს სასამართლო რეფორმა, ეკონომიკური რეფორმები და ა.შ. სხვა პარტიებმა რომ მიიღონ გადაწყვეტილება,პირობითად, მიხეილ სააკაშვილის გამოშვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მართლმსაჯულების რეფორმა, ჩვენ მაინც ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და იმით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g