“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ შეთანხმების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ეკისრება.
ვაშაძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრების დროს გიორგი რურუას შეწყალების საკითხი დაისვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ზურაბიშვილს ამაზე პერსონალური წინააღმდეგობა ჰქონდა.
ამ კრიმინალურ ავტორიტეტს 2 500 ლარად უწოდებენ პოლიტპატიმარს, ეს არის მოცემულობა – მდინარაძე რურუაზე
“ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პირადი პასუხისმგებლობა, დესტრუქციული, არის საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის. არაერთი ინდივიდუალური საუბრის დროს, როგორც გამოვკვეთე, ყოველ შემთხვევაში, მედიატორების მხრიდან ასე გავარკვიე, რომ თურმე ის პერსონალურად წინააღმდეგია, რომ შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს რურუასთან მიმართებაში”. – განაცხადა “ფორმულასთან” გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.
ამავე თემაზე:
ერთადერთი პარტია ვიყავი ვინც ხელს ვაწერდი, არ მომეცა შესაძლებლობა – მეგრელიშვილი
ვგეგმავთ აქციას 15 მაისს და ვიწყებთ მზადებას ამ აქციისთვის: სალომე სამადაშვილი
