LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურგით ერთმანეთთან და მხოლოდ 4 ადამიანი ლიფტში – წესები, რომლებიც სავაჭრო ცენტრში დღეიდან უნდა დაიცვათ

378
53407795-303

„გალერია თბილისი“ მომხმარებლებს იმ წესებსა და ახალ რეგულაციებს აცნობს, რომელთა დაცვაც მათ, სავაჭრო ცენტრში შესვლისას მოუწევთ.

„გალერია თბილისის“ ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში შესვლისას აუცილებელია: ტემპერატურის შემოწმება, დეზობარიერის გავლა, სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება, პირბადის გამოყენება.

სავაჭრო ცენტრში ყოფნისას მომხმარებლებმა:

არ უნდა მოიხსნან პირბადე

უნდა დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია ერთმანეთთან

ლიფტებში:

დაიშვება მხოლოდ 4 ადამიანი

მომხმარებლები უნდა იდგნენ ზურგით ერთმანეთთან

ცნობისთვის, დღეიდან, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ ყველა მაღაზია და ღია სივრცის მქონე რამდენიმე კვების ობიექტი გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები