გუშინ, მედია კვლავ ბენ აფლეკის შესახებ გავრცელებულმა სიახლემ მოიცვა. ამჯერად ტაბლოიდები წერენ, რომ ის ბრედ პიტის ყოფილ მეუღლეზე, ანჯელინა ჯოლიზეა ფარულად შეყვარებული.
ერთ-ერთ ინტერვიუში ბენს ჰკითხეს, თუ ვინ არის მისთვის ყველაზე გლამურული მსახიობი ქალი, რაზეც მან უპასუხა, რომ ასეთი ქალბატონი სწორედ ანჯელინა ჯოლია.
„ბენი ანჯელინათი მუდამ აღფრთოვანებული იყო, ის თვლის, რომ ჯოლი საოცრად ნიჭიერი ადამიანია და აღტაცებულია მისი მიზანდასახულობითა და შარმით. ბენი გაოგნებულია მისი უნარებით, თუ როგორ იდეალურად ახერხებს ერთმანეთს მსახიობობა და რეჟისორობა შეუთავსოს“, – განაცხადა წყარომ.
ბენ აფლეკი ბრედ პიტის ერთ-ერთ „ექსს“ „ქრაშავს“ – მზად ხართ ახალი ზე-ვარსკვლავური რომანისთვის?
აღსანიშნავია, რომ სწორედ ასე დაიწყო ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის რომანი, 2021 წელს. გავიხსენოთ აფლეკის კომენტარი, როდესაც InStyle-მა ჯეი ლოს ცეცხლოვანი ფოტო გააზიარა.
მაშინ ჯენიფერმა უამრავი ქათინაური მიიღო, მათ შორის გახლდათ ბენიც, რომელმაც კომენტარებში თავი ვერ შეიკავა და ლოპესისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ბევრმა ადამიანმა ბენის ჟესტი ფლირტადაც კი შერაცხა.
„სად მალავ მარადიული სილამაზის ელექსირს? რატომ გამოიყურები ახლა ზუსტად ისე, როგორც 2003 წელს? მე კი უკვე 40 წელს გადაცილებულს ვგავარ“, – დაწერა ბენმა.
ფოტო/ვიდეო: როგორ დაიწყო ყველაფერი – „ბენიფერის“ „სიყვარულის ქრონოლოგია“
აღსანიშნავია, რომ ბენსა და ჯოლის, შორეულ 90-იან წლებში რომანი არ ჰქონიათ. მედიაში მათი მხოლოდ რამდენიმე ერთობლივი ფოტო მოიპოვება. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ, ახლა ორივე მათგანი თავისუფალია.
ასე რომ, შესაძლოა, წინ ზე-ვარსკვლავური რომანი გველოდება და „ბენიფერის“ შემდეგ, ჰოლივუდურ „ლავ სთორებში“ დიდი ასოებით „ბენჯელინას“ სახელიც ჩაიწეროს.


