მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, 23 დეკემბრამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იქნება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო იზღუდება.
აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა კი ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალ დონეს უკავშირდება.
ზვავსაშიშროების საფრთხის მოხსნისთანავე, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში განახლდება.
? ამავე საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, უახლესი ინფორმაციის მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
? ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში;
? აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.