ცნობილი ქართველი დიზაინერი, ზვიად ციკოლია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ კონკრეტულ სფეროებში პროფესიონალიზმი იკლებს და მეზობელი ქვეყნების იმედად ვრჩებით.
გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე:
„მოკლედ, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ხელოსნობაში და საერთოდ პროფესიონალიზმში სერიოზულ დეგრადაციას განვაგრძობთ. ელემენტარული საიუველირო ქვის დამუშავებაც კი მისამართდება სომხეთისკენ. აქ ვერ აკეთებენ ან ვერ აღწევენ სათანადო ხარისხს. შინაგანი თავმოყვარეობა ტრ…შია! უბრალოდ, ამბობენ, ვერ გავაკეთებ, ხარისხიან პროდუქციას კი მეზობელ ქვეყანაში უკვეთავენ. ერთხელ მახსოვს, ელმავალმშენებელში ნახაზები მივიტანე, თვითმფრინავის რესორა რომ გაეკეთებინათ და ერთი ქართველი მუშა მეუბნება, „წამო, ძმაო, იმას ვკითხოთ, ის სომეხია, ხო იცი ტვინი სხვანაირად აქვთ მოწყობილიო”. მოკლედ, გინდა კომპლიმენტად მიიღოს სომეხმა ერმა და გინდა შეურაცხყოფად ქართველმა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ელემენტარულის კეთებაც კი არ შეგვიძლია და არც ამბიცია და მცდელობა გვაქვს. ვწუხვარ, რომ მართლა სადღეგრძელოების ამარა ვრჩებით და ეგ დარჩა ეროვნულ განძად“.