LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად ციკოლიამ ბრიტანელი კერძო კოლექციონერისთვის როლს-როისის კუპის ესკიზები შექმნა (ფოტოები)

1076
86727475-282847059356748-535422773581840384-n

ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიური, თავის ახალ ნამუშევრებთან ერთად, პერიოდულად ძველი ნამუშევრების ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს ხოლმე. ამჯერად დიზაინერმა სოც.ქსელის მომხმარებლებს ავტომობილ „როლს-როისის“ კუპის ექსკიზები გააცნო, რომელებზეც, როგორც თავად ამბობს, 2003 წელს იმუშავა.

„2003-ში ბრიტანელი კერძო კოლექციონერისთვის ვმუშაობდი როლს-როისის კუპეზე. ეს ესკიზები გამოფენაზე გაფრენის წინ, 1 დღით ადრე დავხატე“, – წერს ზვიად ციკოლია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

დიზაინერი იმასაც ამბობს, რომ უშუალოდ შემსრულებელმა ყველაფერი გააკეთა, რომ ციკოლიას ზედამხედველობა არ ჰქონოდა, შესაბამისად განსხვავებული მოდელი მიიღეს.

„სხვა პლანეტიდან არის, ისეთებს ქმნის“- ზვიად ციკოლიამ ქვევრის თემაზე ბეჭდები შექმნა

ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ბეჭდების ახალ ხაზზე მუშაობა დაიწყო

„მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ხარ ზვიად. გვიმრავლოს შენნაირი საამაყო ქართველები; ვამაყობ შენით; თან-ბოქსტერის დაბადებამდე-მართლა მაგარი ხარ და ბევრ გამარჯვებას გისურვებ; ბენტლის და იაგუარის დიფუზიას ვხედავ გეპეიშნიკის თვალებით“, – ეს იმ დადებითი შეფასებების ძალიან მცირე ნაწილია, რომელიც სოციალურ ქსელში ზვიად ციკოლიას მიერ შექმნილ „როლს-როისის“ კუპის ექსკიზებს მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g