LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდა

zviad-gamsaxurdia

პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 2023 წლამდე გახანგრძილვდა. გადაწყვეტილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად მიიღო. გადაწყვეტილებას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების შესაძლო შეწყვეტის გამო კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა მთავარი პროკურატურის მისაღებში შიმშილობა 12 დღის წინ დაიწყეს.

31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება. საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი დღეიდან დაჩქარებულად იმსჯელებს.

21 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მიმართა, გაეთვალისწინებინა თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელებულიყო.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g