„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა, რომელიც უკვე ბრძოლაში გადაიზარდა და არა სასამართლო პროცესში, დამთავრდება იმით, რომ დადგინდება, ამ საქმეში ადგილი არავითარ „ფულის გათეთრებას არ ჰქონდა“, – ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობდა.
ზვიად კორძაძის თქმით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ სრულად წარმოადგინა ის არგუმენტაცია, რომელიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ არავითარ „ფულის გათეთრებას“ ადგილი არ აქვს.
„ასევე, ნიშანდობლივია ის, რომ თუ აქამდე ბრალდების მხარე ჩქარობდა, იმ დონეზეც კი, რომ დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნოს და დამატებით გადადებების დაშვებას არ აკეთებდა, დღეს, მათ მოითხოვეს ვადა. ჩათვალეს, რომ ის, არგუმენტები რაც ჩვენ წარვადგინეთ, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათ დრო სჭირდებათ ამაზე საპასუხოდ. არ ვიცი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა, რომელიც ბრძოლაში გადაიზარდა უკვე და არა სასამართლო პროცესში, დამთავრდება იმით, რომ დადგინდება, ამ საქმეზე ადგილი არ ჰქონდა არავითარ „ფულის გათეთრებას“,- განაცხადა ზვიად კორძაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო