ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებულ ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მათ გამოძიება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
პროკურატურის ეზოში ბოტასების გადაყრის შემდეგ, ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი დააკავეს
"მაკავებენ იმის გამო, რომ შოთაძეს გადავუყარეთ ბოტასები"
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა აქცია გამართეს. მათ უწყებასთან ბოტასები მიიტანეს და გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს.
ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს. ინციდენტის დროს მასთან ერთად დააკავეს ლაშა ცუცქირიძეც.