LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზვიადი ბავშვივით სუფთაა, ბოროტება საერთოდ არ არის მასში“ – ზვიად ბოლქვაძისა და ლია ბაიდოშვილის სიყვარულის ისტორია

224
ზვიად ბოლქვაძე და ლია ბაიდოშვილი

მუსიკოს ზვიად ბოლქვაძის მეუღლეს ლია ბაიდოშვილს ჟურნალი „სარკე“ ესაუბრა.

ლია ბაიდოშვილი, რომელიც თავადაც მუსიკოსია (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორღანო კლასის ხელმძღვანელია) „სარკესთან“ სიყვარულის ისტორიას იხსენებს.

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „სარკიდან“.

„ჩემთვის ყველაფერი მუსიკას და კონსერვატორიას უკავშირდება და ჩვენც კონსერვატორიაში გავიცანით ერთმანეთი. ურთიერთობა დიდი მეგობრობით დაიწყო და 2 წელიწადში შევუღლდით.

რა თქმა უნდა, მუსიკამ გაგვაერთიანა, თუმცა თან უნდა მიხვდე, რომ შენი ადამიანია, ისე არ გამოვა. შენი ადამიანი რომ ნახო ამ ცხოვრებაში, ყველაზე ძნელია. ჩვენ კი ვნახეთ ერთმანეთი, დავინახეთ ის ადამიანური თვისებები, რამაც მიგვიზიდა ერთმანეთისკენ.

ჩემთვის მთავარი მაინც ადამიანური თვისებების ხარისხი იყო და არა მუსიკოსობის. გულწრფელობა, სიკეთე, სისუფთავე… შეუძლებელი იყო, ეს ყველაფერი არ დამენახა. ამდენი წელი გავიდა და დღემდე იმავე აზრის ვარ, არაფერი შეცვლილა.

ზვიადი ბავშვივით სუფთაა, ბოროტება საერთოდ არ არის მასში. ხშირად მიკვირს ბევრი საკითხის მიმართ როგორი მიმღებლობაც აქვს. მხოლოდ დადებითის მოყოლა შემიძლია და ყველაფერს არ მოვყვები, რომ უხერხული არ იყოს“.

ვიდეო: ზვიად ბოლქვაძის შესრულება შვილთან ერთად – Moon River

ზვიად ბოლქვაძე იუბილარია: „მადლობა შენი მკაფიო მუსიკისთვის, ადამიანობისთვის…“

ლია ბაიდოშვილის ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ ჟურნალ „სარკის“ 28 აგვისტოს ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g