თურქეთის ფლაგმანმა ავიაკომპანია Тurkish Airlines-მა (THY) საერთაშორისო ავიარეისების განახლების თარიღი გადაწია. ავიაკომპანიის ინფორმაციით, საერთაშორისო ფრენებს კომპანია 20 მაისიდან განაახლებს.
როგორც avianews იუწყება, COVID-19-ის პანდემიის გამო, Turkish Airlines-მა რამდენიმე კვირის უკან სამგზავრო ავიარეისების შესრულება შეაჩერა და მაშინდელი პროგნოზით საერთაშორისო რეისებზე რეგულარულ ფრენებს 1-ელ მაისიდან, ხოლო შიდა რეისების განხორციელებას 20 აპრილიდან შეუდგებოდა.
Turkish Airlines და Pegasus კრონავირუსის გამო გაუქმებული ფრენისთვის ბილეთის თანხას აბრუნებენ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Turkish Airlines-ის და Pegasus Airlines-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შეგახსენებთ, თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს. ჯამში, საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 300-ზე მეტი მიმართულებით გაფრენა.
![]()
