LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

​საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება

117

ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია “Wataniya Airways“-ი საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.

ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, რომელიც ოქტომბრის ბოლო კვირას შედის ძალაში,  ელ-ქუვეითითბილისი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

„Wataniya Airways“-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით სრულდებოდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, რეგულარული რეისების გაზრდილი სიხშირით შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე თვეში მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები