LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 საათზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გიორგი გახარია, თეა წულუკიანი და ირაკლი შოთაძე დაიკითხებიან

93

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე გამოიკითხებიან.

საგამოძიებო კომისიის სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. ჯერ უცნობია, ვინ გამოიკითხება პირველი, თუმცა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, თეა წულუკიანი ბოლოს დაიკითხება.

საგამოძიებო კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრთან და ყოფილ მთავარ პროკურორთან შეკითხვები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ექნებათ. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კითხვები, ძირითადად, იმ საკითხებს შეეხება, თუ რამდენად კმაყოფილები არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები ჩატარებული გამოძიებით, ასევე, როგორ აფასებენ მომხდარს და როგორია მათი დამოკიდებულება ამ საკითხზე.

თითქმის ორთვიანი მუშაობის განმავლობაში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უკვე 70-მდე ადამიანი გამოკითხა, მათ შორის დაპირისპირებაში მონაწილე და თვითმხილველი არასრულწლოვნები. კომისიის წევრები ვარაუდობენ, რომ დასკვნა სექტემბერში იქნება ცნობილი.

პოპულალურები