LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს ექსპორტმა 2.728 მილიარდს მიაღწია

26

2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10. 707 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი წლიურად 29.1%-ით გაიზარდა და 2.728 მილიარდს მიაღწია. 9.4%-იან ზრდას აჩვენებს იმპორტიც, რომლის მოცულობა 7.979 მლრდ დოლარია.

საქსტატის ცნობითვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5251.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 22 იანვარს გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები