LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“2018 წელია და მაინც ასე გვეღუპება ყოველდღიურად ადამიანები”

130

სოციალური ქსელის მომხმარებელი დავით ჩუთლაშვილი ამბობს, რომ სიმსივნის ადრეულ სტადიაზე დასადგენი კვლევები, საქართველოში სახელმწიფოს ხარჯზე უნდა ტარდებოდეს.

ჩუთლაშვილის განცხადებით, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია აბსოლუტურად უსაფრთხოა და ამდენი ადამიანი ამ დიაგნოზით არ უნდა იღუპებოდეს.

„ჩვენ რომ ქვეყანა ვიყოთ და ჩვენი საზოგადოება რომ რამედ ვარგოდეს, აუცილებლად მოვითხოვდით MRT-კვლევებს სახელმწიფოს ხარჯზე, უფასოდ. კეთილი ინებოს სახელმწიფომ და იყიდოს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევების აპარატები და მოემსახუროს ხალხს.

კიბო პირველ სტადიებში სრულად განკურნებადია. ხოლო MRT (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) არის აბსოლუტურად უსაფრთხო. წარმოიდგინეთ, 2018 წელია და მაინც ასე გვეღუპება ყოველდღიურად ადამიანები, მხოლოდ იმის გამო, რომ მტაცებელი და არაადამიანი ახვრები გვყავს ხელისუფლებაში, რომლებიც ხალხზე არ ზრუნავენ.

ყველა სიმსივნით გარდაცვლილი პაციენტი ქოცრეჟიმის კისერზეა“ – წერს დავით ჩუთლაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები