LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის თილისმები სიყვარულის, ბარაქის და წარმატების მისაზიდად

678

ნივთები, რომელთაც ყოველდღიურად ვიყენებთ, 2018 წელს თავისუფლად შეიძლება ვაქციოთ სიყვარულის, ბარაქის და წარმატების მომტან თილისმად.

 

სიყვარულის მომტანი თილისმა: სანთებელა, ძვირფასი ქვები, ბეჭედი

მართალია, სანთებელას უამრავი ადამიანი იყენებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ 2018 წელს ის სიყვარულის მომტანი ძლიერი თილისმა იქნება, რადგან ცეცხლი ყოველთვის სიყვარულისა და ძლიერი ვნების სიმბოლოდ ითვლებოდა. თუმცა, საჭიროა სანთებელას ყურადღებით არჩევა – ის არ უნდა იყოს იაფფასიანი და უხარისხო, არავითარ შემთხვევაში არ ათხოვოთ სხვას, ატარეთ ყოველთვის ჯიბით და ცვლილებები პირად ცხოვრებაში არ დააყოვნებს.

რა თქმა უნდა, ყველას არ აქვს ძვირფასეულობის შეძენის საშუალება, მაგრამ თუ სოლიდური თანხის დახარჯვა გადაწყვიტეთ, მაშინ მალე საკუთარ სიყვარულსაც მიაგნებთ. მართალია, ძაღლი პრაქტიკული, ნაკლებად პრეტენზიული ცხოველია და არც ძვირფასეულობა ხიბლავს, მაგრამ ძალიან მოსწონს ხარისხიანი ნივთები, ამიტომ ნუ გექნებათ იმედი, რომ ბრჭყვიალა ბიჟუტერიით პირადი ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლას შეძლებთ.

ბეჭედი ქორწინების მთავარი სიმბოლოა და მისი წყალობით მარტივად შეიძლება სიყვარულის მიზიდვა. შეიძინეთ ახალი ბეჭედი (სასურველია ძვირფასი მეტალის, რადგან სწორედ მას აქვს ძლიერი ენერგია), ახალი წლის ღამეს დადეთ ფანჯრის რაფაზე, დილას კი გაიკეთეთ და არ მოიხსნათ. თუ გულწრფელად დაიჯერებთ თილისმის ძალას, 2018 წელს აუცილებლად გაგიღიმებთ ბედი.

 

წარმატების მომტანი თილისმა: ძვლის ნაკეთობა, ტყავის ნაწარმი, კომპასი

ყველამ კარგად იცის, როგორ უყვარს ძაღლს ძვლებით თამაში, ამიტომ ურიგო არ იქნება თუ ძვლისგან გაკეთებულ სამკაულს ან ორიგინალურ სუვენირს შეიძენთ, რომლითაც წლის მფარველ ცხოველსაც გაახარებთ და წარმატებასაც მიიზიდავთ.

2018 წელს წარმატების მთავარი გარანტორი ტყავის ნაწარმი და ბეწვეულია. შეიძინეთ ქურქი ან ტყავის ქურთუკი, რომელსაც მართალია ყოველდღე არ ატარებთ, მაგრამ სეზონურად მაინც თუ ჩაიცვამთ, ძაღლის კეთილგანწყობასაც დაიმსახურებთ.

წარმატების მოსაპოვებლად კარგად გააზრებული სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, კომპასი კი, სწორედ ის ნივთია, რომელიც უაზრო რისკს აგარიდებთ და სწორად ორიენტაციაში დაგეხმარებათ.

 

ბარაქის მომტანი თილისმა: ოქროს ნაკეთობა, მონეტა, ლეკვი

ძვირფასი მეტალები ყოველთვის სიმდიდრისა და ფინანსური წარმატების სიმბოლო იყო. შეიძინეთ ნებისმიერი ოქროს ნაკეთობა, რომელსაც ყოველთვის საფულით ატარებთ და აუცილებლად იგრძნობთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ჩინელებს სჯერათ, რომ მონეტა არა მხოლოდ ფინანსურ სტაბილურობას, არამედ შემოსავლების გაზრდასაც უზრუნველყოფს. დაწერეთ ფურცელზე სასურველი თანხა და მონეტასთან ერთად საიმედო ადგილას შეინახეთ, პირველ იანვარს კი, ჩაიდეთ საფულეში. რა თქმა უნდა, არ ღირს არარეალური თანხის ჩაფიქრება, რადგან მილიონერი ნამდვილად ვერ გახდებით, თუმცა თილისმის წყალობით ფინანსურ მდგომარეობას ნამდვილად გააუმჯობესებთ.

ლეკვი 2018 წლის მთავარი თილისმაა, რომელიც ნებისმიერ სურვილს აგისრულებთ. თუ ცოცხალი ძაღლის შეძენის საშუალება არ გაქვთ, იყიდეთ რბილი სათამაშო ან ძაღლის მინიატურული ფიგურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები