LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდით, ოპოზიციას მხარდაჭერის მზაობა რომ ჰქონოდა – კობახიძე

17

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შესაზლებელი იქნებოდა, ოპოზიციას რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭრის მზაობა ჰქონოდა.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

„ეს იყო პოლიტიკური საკითხი და ამ სისტემაზე გადასვლა შემდეგი არჩევნებისთვის შეუძლებელი იყო. მე მივესალმები ასეთ სისტემაზე გადასვლას, მაგრამ არ იყო მზაობა ოპოზიციაში, რომ ამ ცვლილებებისთვის მხარი დაეჭირათ. საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭრით შესაძლებელი იქნებოდა 2020 წლისთვის ამ მოდელზე გადასვლა. ჩვენ გვქონდა შეთავაზება, მაგრამ სხვა მოსაზრებები გამოითქვა. 2 ალტერნატიული გამოსავალი იყო: არ მიგვეღო ან 2024 წლისთვის გადავსულიყავით ამ მოდელზე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები