LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 აგვისტოს ბათუმში ნინო ქათამაძე იმღერებს

49

ნინო ქათამაძე და ჯგუფი “ინსაითი” 21 აგვისტოს ბათუმის ჩოგბურთოს კორტებზე გიმასპინძლებენ. ისინი მსმენელის წინაშე ნიკოლოზ რაჭველთან ერთად წარდგებიან.

ნინო ქათამაძე ქართველი მაყურებლისთვის ახალი, რიგით მეექვსე ალბომის “Yellow” წარდგენას აპირებს. როგორც ამბობენ, ალბომი სავსეა სულში ჩამწვდომი მელოდიებით.

საღამოს განმავლობაში მოისმენთ ორკესტრთან ერთად შესრულებულ ახალ კომპოზიციებს, კონცერტში ასევე მონაწილეობს ანსამბლი “შვიდკაცა”.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: 21 აგვისტოს ნინო ქათამაძის დაბადების დღეა და ამ დღეს ის მსმენელთან ერთად გაატარებს და აღნიშნავს.

13817033_10208596079290856_1498029452_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები