LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22-28 აგვისტოს სასიყვარულო ჰოროსკოპი

48

ხელის თხოვნა, დაქორწინება, კამათი და ფინანსური მოგება. რომანტიკული სიურპრიზები და გადაულახავი ბარიერები ურთიერთობაში… გაიგეთ რა გელოდებათ პირად ცხოვრებაში:

ვერძი

ამ კვირის განმავლობაში, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით თუ როგორ გაგიმართლათ პარტნიორში. იგი კონკრეტულ საკითხში ისე დაგეხმარებათ, რომ მოლოდინს გადააჭარბებს. გარდა ამისა, თქვენი პარტნიორი, შრომას შეგიმსუბუქებთ საოჯახო საქმეებშიც.

კურო

ეს კვირა კუროებისთვის სიურპრიზებით სავსე იქნება. თქვენი მეორე ნახევარი უქმე დღეებზე, ან საოცრად ლამაზ რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ, ან არაორდინალურ საჩუქარს მოგიტანთ. შესაძლოა. თქვენ გარკვეული შიშები და ეჭვები გაწუხებთ, თუმცა, ეს კვირა ამ ყველაფერს დაგავიწყებთ.

ტყუპები

ეს კვირა ტყუპებისთვის არც ისე სასიამოვნო იქნება. განსაკუთრებით დაქორწინებულებისთვის. პარტნიორთან პრობლემები გაქვთ, დაძაბულობა პიკს აღწევს. შესაძლოა დროებით განშორებაზეც იფიქროთ. სირაქლემას პოზიციას ჯობია, საკვანძო საკითხები განიხილოთ.

კირჩხიბი

სწორი კომუნიკაცია თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს. ამ კვირის განმავლობაში გრძნობებზე საუბარი არ გაგიჭირდებათ, ყველაფერი ბუნებრივად მოხდება, რაც ერთი ნაბიჯით წინ წაწევს სასიყვარულო ცხოვრებას. გამოიყენეთ ეს კვირა რომანტიკული სიურპრიზებისთვის.

ლომი

ბევრ რამეს სხვაგვარად გაიაზრებთ ამ პერიოდში. ქორწინებაში მყოფები, მიხვდებით რომ ვნება და რომანტიკა გაკლიათ ურთიერთობაში. ხოლო, თუ პაემანზე სიარული ეხლახანს დაიწყეთ, შესაძლოა რაღაცები ისე არ წარიმართოს, როგორი მოლოდინიც გაქვთ.

ქალწული

ეს კვირა ფაქტობრივად თქვენი სიყვარულისთვის არის. თუ მარტო ხართ, საინტერესო შემოთავაზება გამოგიჩნდებათ. ბევრი მოულოდნელობა გელოდებათ. განსაკუთრებულ ადამიანს გაიცნობთ. ხოლო, თუ უკვე ქორწინებაში ხართ, პარტნიორის სიყვარულს გაორმაგებულად იგრძნობთ.

სასწორი

საუკეთესო რამ, რაც ამ კვირაში შეგიძლიათ გააკეთოთ, ეს სიურპრიზის მოწყობაა. გამომდინარე თქვენი გემოვნებისა და ესთეტურობისა, დაგეგმეთ რამე გლამურული და ბრწყინვალე. კარგი იქნება, პარტნიორთან ერთად, რამდენიმე დღით ქალაქგარეთ წასვლაც

მორიელი

ამ კვირაში, სასიყვარულო ურთიერთობა თქვენი სოციალური ცხოვრებიდან გამომდინარე შეფერხდება. პარტნიორს არ სცალია ეს კვირა თქვენთან გაატაროს. წვეულებაზე თუ სხვა გასართობ ადგილას მარტო მოგიწევთ მისვლა. კვირის ბოლოს ისეთი რამ გელოდებათ, რაც გაგაკვირვებთ.

მშვილდოსანი

დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ, რომელთან გამკლავება დიდად არ გსურთ. თუმცა, სხვა გზა არ გაქვთ და იძულებული იქნებით დაკისრებული მოვალეობა ზედმიწევნით კარგად შეასრულოთ. ამის გამო, პირად ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნებათ, რადგან საყვარელ ადამიანს ყურადღებას ვერ მიაქცევთ.

თხის რქა

ამ კვირაში სასიამოვნო მოგზაურობა დაგეგმეთ მეორე ნახევართან ერთად. მართალია, საქმე ზოგჯერ ადამიანს გირჩევნიათ, მაგრამ დროებით გადადეთ ყველაფერი გვერდზე და მხოლოდ გართობაზე იფიქრეთ. განტვირთვა ჰაერივით გჭირდებათ.

მერწყული

ამ პერიოდში, დიდი შანსია თქვენმა პარტნიორმა მემკვიდრეობით სოლიდური თანხა ან ქონება მიიღოს. ეს ფაქტი სასიკეთოდ აისახება პირად ურთიერთობაზეც. აისრულეთ ნატვრა და დაგეგმეთ მომდევნო კვირა ისე, როგორც დიდი ხანია გინდოდათ. ეს თქვენი შანსია.

თევზები

დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ პარტნიორისგან. პირად ურთიერთობაში წამოჭრილ პრობლემურ საკითხებს საბოლოოდ წერტილს დაუსვამთ. ეს კვირა თქვენთვის ძალიან პოზიტიური იქნება. შესაძლოა ხელი გთხოვონ ან დაქორწინდეთ.