LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 სექტემბერს  სოფო ბედიასა და დათო ძიძიგურის კლიპის პრეზენტაცია იმართება

74

სოფო ბედია და დათო ძიძიგური დღეს ახალი კლიპის პრეზენტაციას მართავენ. ალესანდრე ბასილაიას „მერე“, რომელსაც ის მეუღლესთან ერთად ასრულებდა, სოფომ და დათომ ახლებური ვერსიით შეასრულეს, კლიპი კი ზაფხულში ჩაქვის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიღეს.

სოფო ბედია:

დღეს „თბილიონში“ ჩემი და დათო ძიძიგურის ახალი კლიპის პრემიერა გაიმართება. სიმღერა ეკუთვნის ბატონ ალექსანდრე ბასილაიას. ის ამ სიმღერას თავის მეუღლესთან, ლუიზა კობალაძესთან ერთად ასრულებდა. ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და რისკია ამ დუეტის შესრულება ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანების შემდეგ.  ბედნიერი ვარ, რომ ქალბატონ ლუიზას ჩვენი შესრულება ძალიან მოეწონა. ის, რასაკვირველია, დაესწრება დღევანდელ საღამოს. ველოდებით უამრავ სტუმარს, ჩვენს კოლეგებსა და კეთილიმსურველებს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად დაგვირგვინდება.

სიმღერის არანჟირება ეკუთვნის ცირა ბზიშვილს, კლიპი გადაგვიღო ყველასთვის ცნობილმა და საყავრელმა პროდიუსერმა, ნატო დუმბაძემ, ვიდეორგოლის ოპერატორია ლევან აბულაძე. დიდი მადლობა ყველას!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები