LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 შვილის მამას ჰოჯკინის ლიმფომა დაუდგინდა – დათო ბარაბაძეს დახმარება სჭირდება!..

119

სოციალურ ქსელში ვრცელდება განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ 39 წლის დავით ბარაბაძეს, სამი შვილის მამას, აღმოაჩნდა ონკოლოგიური დაავადება – ჰოჯკინის ლიმფომა. ეს არის დაავადება, რომელიც იკურნება, მაგრამ სჭირდება სასწრაფო რეაგირება!

როგორც ოჯახი ამბობს, დაავადება სწრაფად პროგრესირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში მკურნალობისთვის აუცილებელია დაახლოებით 160 000 ევრო. ეს თანხა დაფარავს ქიმიოთერაპიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ხარჯებს.

ოჯახმა და ახლობლებმა თანხის ნაწილი მოაგროვეს, ამ ეტაპზე დათო გერმანიაშია და ელოდება მკურნალობის შემდეგ ეტაპზე გადასვლას, რისი დაფინანსებაც ოჯახს აღარ შეუძლია.

დათო ბარაბაძის ახლობლები დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.

თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე: GE45TB0890645063622575

მიმღები: აკაკი ახალაია

თიბისი ბანკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები