მაია ჯაბუა, რომელიც მთელმა საქართველომ ჯერ კიდევ ექვსი წლის ასაკში გაიცნო, იუბილარია. ყველასთვის საყვარელი მომღერალი 62 წლის გახდა. მომღერალს დაბადების დღეს ემოციურად შვილმა, ლიზა ყენიამ მიულოცა და სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა:
„დღეს ჯადოსნური დღეა, იმიტომ რომ შენ დაიბადე! მიყვარხარ” – წერს ლიზა ყენია.
დღეს ჯადოსნური დღეა , იმიტომ რომ შენ დაიბადე ! 🤍🫂 Maia Jabua მიყვარხარ !
Posted by Liza Kenia on Wednesday, May 8, 2024
შეგახსენებთ მაია ჯაბუა 1971-1986 წლებში ბავშვთა ვოკალური ანსამბლის „მზიურის” ვოკალისტი იყო. მის კარიერაში უამრავი ცნობილია ჰიტია, რომელიც სხვადასხვა დროს, ქვეყნის წამყვანმა კომპოზიტორებმა შექმნეს. 2016 წელს ფილარმონიის წინ მაია ჯაბუას ვარსკვლავი გაიხსნა. დღეს მომღერალი 62 წლის გახდა. რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა” ულოცავს მომღერალს იუბილეს.
ეკა კახიანი მაია ჯაბუას დაბადების დღეს ულოცავს – ერთობლივი ახალგაზრდობისდროინდელი ფოტო